воскресенье, 8 мая 2011 г.

სასწავლო პროექტი



პროქტის სახელი:“გელათი და პეტრიწონი“

პროექტის მოკლე აღწერა:სწავლა–განათლებისა და კულტურის კერები საქართველოსა და საზღვარგარეთ,ლიტერატურულ–შემოქმედებითი საქმიანობა,ქართველი მწიგნობრები და კალიგრაფები,ქართული ხელნაწერები,სულიერი მემკვიდრეობა–(მასალის მოძიება,გაცნობა,სინთეზი და ანალიზი).

პროექტის სრული აღწერა:ა)მიზნობრივი საპროექტო ჯგუფის შექმნა;ბ)ფუნქციების გადანაწილება(კონკრეტულ ჯგუფს მიეცემა კონკრეტული დავალება);გ)დავალებების შესასრულებლად გარკვეული დროის მიცემა;დ)საორიენტაციო ბიბლიოგრაფიული სიის შედგენა(ბიბლიოგრაფიის შედგენაში დაეხმარებათ კომპიუტერული კატალოგები);ე)ბიბლიოთეკის გამოყენება;ვ)მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით;ზ)მუშაობის დროს მცირე კართოტეკის შედგენა(სხვადასხვა სახის ჩანაწერების გაკეთება ბარათებზე);თ)მოპოვებული მასალის ორგანიზება(წარდგენა,შესწორება,დახარისხება),ი)ზეპირი პრეზენტაცია(ფოტომასალის და ვიდეომასალის გამოყენება);კ)ისტორიული და გეოგრაფიული გზამკვლევის შედგენა.

მონაწილეთა ასაკი:X-XI-XII კლასის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:შეძენილი ცოდნის საფუძველეზე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევითი აქტივობები:ინფორმაციის მოძიება,წყაროების შედარება,მონაცემების ანალიზი;გამოუმუშავდებათ წიგნებიდან და ინტერნეტიდან საჭირო მასალების მოძიების უნარი,მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის და ინტერპრეტაციის უნარი,თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი,დამზადდება სპეციალური ბროშურა,შეადგენენ რუკას.

სასრგებლო სხბვებისთვის:პრეზენტაციის დროს მოპოვებულ მასალას გაეცნობიან,შეიქმნება სპეციალური გვერდი ინტერნეტში და ხელმისაწვდომი იქნწება ყველასთვის.

სამუშაო ენა:ქართული ენა.

აგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია,მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს;მოსწავლე იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას პრეზენტაციისათვის;მოსწავლე მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი:ლელა ზაქრაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lzaqradze@yahoo.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:lzaqradze.blogspot.com